Tuesday, June 1, 2010

ფოტო-ალბომი 2

ქველმოქმედება

ფოტო-ალბომი

ქველმოქმედება საქართველოში

რუკა- ჩილე


View ჩილე in a larger map

რუკა ჰაიტი


View ჰაიტი in a larger map

იავნანას ფონდი ჰაიტისთვის

დახმარება ამერიკის ხალხისთვის

ვარსკვლავები აფრიკისთვის

ვარსკვლავები ჰაიტისათვის

ქველმოქმედი გიორგი ქართველიშვილი


                                                 გიორგი ქართველიშვილი

   ქართველიშვილი თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მეწარმე იყო საქართველოში, თუმცა ის უფრო ცნობილია მნიშვნელოვანი საქველმოქმედო საქმიანობით, რომელიც უკავშირდებოდა ქართულ ისტორიას და კულტურას.

   1881-1882 წლებში ქართველიშვილმა შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსნის გამოცემაზე დაიწყო ზრუნვა. წიგნის გასაფორმებლად მოიწვია რუსეთის საიმპერატორო კარის მხატვარი, ეროვნებით უნგრელი, მიხაი ზიჩი. 1884 წელს მისივე წინადადებით შეიქმნა კომისია, რომელსაც ვეფხისტყაოსნის ტექსტის ვარიანტების შეჯერება-დადგენაზე უნდა ემუშავა. კომისიის წევრები იყვნენ ილია ჭავჭავაძე, ივანე მაჩაბელი, რაფიელ ერისთავი, დიმიტრი ბაქრაძე, პეტრე უმიკაშვილი და იონა მეუნარგია. წიგნის გამოსაცემად გამოიწერა ახალი შრიფტი, სათაურის ასოები, ორნამენტები (სხვადასხვა ქართული ტაძრებიდან აღებული), გასაფორმებელი ნახატები. ზიჩის ილუსტრაციებით გაფორმებული ვეფხისტყაოსანი გამოიცა 1888 წელს და ისტორიაში შევიდა როგორც "ქართველიშვილისეული გამოცემა". ქართველიშვილმა გამოცემის მთელი ტირაჟი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას საჩუქრად გადასცა. მოგვიანებით ცალკე წიგნად გამოსცა რუსულ ენაზე თარგმნილი ვეფხისტყაოსანი, რომელიც პირადად გადასცა საჩუქრად საქართველოში სტუმრად მყოფ რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III-ის მეუღლეს მარია ფიოდოროვნას.

ვეფხისტყაოსნის ილუსტრაცია. მხატვარი მიხაი ზიჩი

1880-1884 წლებში ქართველიშვილის შემწეობით ხელახლა აშენდა აღა მაჰმად ხანის მიერ 1795 წელს დანგრეული დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესია.

1885 წელს გამოსცა ვახუშტი ბაგრატიონის საქართველოს ისტორია (დიმიტრი ბაქრაძის რედაქტორობით).

ქართველიშვილის დავალებით, ფოტოგრაფ ერმაკოვის მონაწილეობით, შედგენილ იქნა საქართველოს ისტორიული ალბომი. ქართველიშვილი წიგნებით ასაჩუქრებდა მთელ რიგ სასწავლებლებს, ეხმარებოდა შეგირდებსა და სტუდენტებს, აფინანსებდა ძველი ტაძრების სარესტავრაციო სამუშაოებს. როგორც გაზეთი ივერია აღნიშნავდა,“ 'არცერთი საზოგადო საქმე არ დაწყებულა ჩვენში, რომ გიორგი დავითის-ძეს [ქართველიშვილს] დახმარება არ აღმოეჩინოს. იმის ცხონებული და მადლიანი მარჯვენა ყველას შემწეობას და შველას უჩენდა.'

  წყარო:


წითელი ჯვარი


            წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის                                    საერთაშორისო მოძრაობა


წითელი ჯვრის საერთაშორისო მოძრაობა საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციაა, რომელსაც საფუძველი 1863 წელს ჩაეყარა, დაჭრილთა დახმარების საერთაშორისო კომისიის შექმნასთან ერთად. თავდაპირველად ის შემოიფარგლებოდა ბრძოლაში დაზარალებულ ომის მონაწილეთათვის დახმარებით. შემდგომში ამ ორგანიზაციის საქმიანობა მშვიდობიან მოსახლეობაზეც გავრცელდა.

1864 წლის 22 აგვისტოს ჟენევაში, შვეიცარია, ანრი დიუნანის წინადადებით ხელი მოეწერა კონვენციას ბრძოლის ველზე დაჭრილთა და დასახიჩრებულთა პირველადი დახმარების თაობაზე. ამავე კონვენციაში მითითებული იყო, რომ ექიმებს და სამედიცინო პერსონალს უნივერსალური განმასხვავებელი ნიშანი ჰქონოდათ. ასეთ სიმბოლოდ შერჩეულ იქნა წითელი ჯვარი თეთრ ფონზე (შვეიცარიის დროშის ფერების ინვერსია).


1906 წელს ოსმალეთის იმპერიაში წითელი ჯვრის ანალოგიით შეიქმნა საქველმოქმედო ორგანიზაცია წითელი ნახევარმთვარე მუსულმანური ქვეყნებისათვის.

ტერმინი საერთაშორისო წითელი ჯვარი ხშირად გაუგებრობის მიზეზი ხდება, ვინაიდან ამ ოფიციალური სახელით რაიმე ორგანიზაცია არ არსებობს. რეალურად, მოძრაობა შედგება რამდენიმე ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ორგანიზაციისგან, თუმცა მათ აერთიანებთ საერთო ზოგადი პრინციპები, მიზნები, სიმბოლოები და მმართველი ორგანოები. მოძრაობის შემადგენელი ნაწილებია:
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი (ICRC) კერძო ჰუმანიტარული ინსტიტუტია დაფუძნებული 1863 წელს ჟენევაში, შვეიცარია. მის 25-წევრიან კომიტეტს უმაღლესი ავტორიტეტი აქვს საერთაშორისო და შიდა კონფლიქტებით დაზარალებულთა სიცოცხლის დაცვის საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონზე.
წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაცია (IFRC) დაარსდა 1919 წელს და კოორდინაციას უწევს 185 ეროვნულ წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზგოდაეობას გაერთიანებულს ამ მოძრაობის შიგნით. საერთაშორისო დონეზე, ფედერაცია უძღვება და ორგანიზებას უწევს, ეროვნულ საზოგადოებებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჰუმანიტარულ დახმარების მისიებს ფართომასშტაბიანი უბედურებისას. საერთაშორისო ფედერაციის სეკრეტარიატი ჟენევაში მდებარეობს.
ეროვნული წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებები არსებობს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. ამჟამად საერთაშორისო კომიტეტისა და ფედერაციის მიერ ცნობილია 185 ეროვნული საზოგადოება და მიღებულია ფედერაციის სრულ წევრად. ყოველი მათგანი საკუთარ ქვეყანაში მუშაობს საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონის პრინციპების მიხედვით. მათი სპეციფიური გარემოებების მიხედვით ეროვნული საზოგადოებები შეიძლება ეწეოდნენ დამატებით ჰუმანიტარულ საქმიანობებსაც, რაც არ არის პირდაპირ გათვალისწინებული საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონის ან საერთაშორისო მოძრაობის მანდატის მიერ.

 წყარო:

დედა ტერეზა


   დედა ტერეზა (ალბ.: Agnes Gonxha Bojaxhiu; დ. 26 აგვისტო, 1910 – გ. 5 სექტემბერი, 1997) — ალბანელი კათოლიკე მონაზონი, რომელმაც დააფუძნა ორგანიზაცია "ქველმოქმედების მისიონერები" და 1979 წელს ჰუმანიტარული საქმიანობისთვის ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. 40 წლის განმავლობაში თავი მიუძღვნა კალკუტის ღარიბთა, დავრდომილთა და ობოლთა მოვლას ინდოეთში.

   მისიონერთა ორგანიზაციის ზრდასთან ერთად, მისი წევრები სხვა ქვეყნებშიც იწყებენ საქველმოქმედო საქმიანობას და უკვე 1970-იანი წლებისთვის დედა ტერეზა მსოფლიოში განთქმული ხდება ჰუმანიტარული საქმიანობისა და ღარიბთა და უმწეოთა დახმარებისთვის. გარდაცვალების შემდეგ რომის პაპმა იოანე პავლე II-მ იგი წმინდანად შერაცხა.


                                                                     ციტატები

   –ადამიანები სულელები, ალოგიკურები და ეგოისტები არიან; არა უშავს შეუნდეთ მათ.

–თუ თქვენ გააკეთეთ სიკეთე და ხალხმა ბრალი დაგდოთ საიდუმლო პირად მიზნებში; არა უშავს, აკეთეთ სიკეთე.

–თუ თქვენ მიაღწიეთ წარმატებას და გამოგიჩნდენ ცრუ მეგობრები და ნამდვილი მტრები; არა უშავს, მიაღწიეთ წარმატებას.

–თუ თქვენ პატიოსანი და გულღია ხართ, ხალხი მოგატყუებთ თქვემ; არა უშავს, იყავით პატიოსანი და გულღია.

–რასაც თქვენ აშენებდით წლობით, ის შეიძლება ერთ წუთში დაინგრეს; არა უშავს, აშენეთ.

–თუ თქვენ მოიპოვეთ ბედნიერება, სხებს შეშურდებათ; არა უშავს, იყავით ბედნიერი.

–სიკეთე, რომელიც თქვენ დღეს გააკეთეთ, ხალხი მას ხვალ უკვე დაივიწყებს; არა უშავს აკეთეთ სიკეთე.

–იყავით განსხვავებული ხალხისგან საუკეთესოთი რაც გაგაჩნიათ, თუმცა ეს არასდროს არ იქნება საკმარისი; არა უშავს, გამოყავით მათ საუკეთესოთი. საბოლოოდ რასაც თქვენ აკეთებთ ხალხს არ სჭირდება; ეს მხოლოდ თქვენ და ღმერთს გჭირდებათ; ილოცეთ ერთად და უერთგულეთ მარტომ.

"ჩვენთვის არ არსებობს განსხვავება ეროვნებაში, კანის ფერში, რელიგიაში. ყველა ადამიანი ჩვენთვის ღვთის შვილია. ყველა იმსახურებს ჩვენს დახმარებას, ყველა შექმნილია რათა უყვარდეს და უყვარდეთ. ქველმოქმედება–ეს არის დიდი ძალა, რომელიც აკავშირებს და აერთიანებს ადამიანებს. ქველმოქმედება აახლოვებს და ამეგობრებს. მხოლოდ ქველმოქმედებას ძალუძს აღაფრთოვანოს ყოველი სულიერი, რადგან ეს საქმე უფლის ხელიდან მომდინარეობს."

 
"თქვენ ხართ მატერიალურად უზრუნველყოფილი, თქვენ გაქვთ ყველაფერი ამ ქვეყანაზე, მაგრამ თქვენი გული მწუხარებით სავსეა. დავუშვათ თქვენ არ განაღვლებთ ის რაც არ გაქვთ–უბრალოდ მიდით ადამიანებთან და მოაქციეთ მათი ხელი თქვენსაში, გამოხატეთ სიყვარული. თქვენ თუ ამ რჩევას დაყვებით, თქვენ იბრწყინებთ როგორც შუქურა."

 წყარო: