Tuesday, June 1, 2010

წითელი ჯვარი


            წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის                                    საერთაშორისო მოძრაობა


წითელი ჯვრის საერთაშორისო მოძრაობა საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციაა, რომელსაც საფუძველი 1863 წელს ჩაეყარა, დაჭრილთა დახმარების საერთაშორისო კომისიის შექმნასთან ერთად. თავდაპირველად ის შემოიფარგლებოდა ბრძოლაში დაზარალებულ ომის მონაწილეთათვის დახმარებით. შემდგომში ამ ორგანიზაციის საქმიანობა მშვიდობიან მოსახლეობაზეც გავრცელდა.

1864 წლის 22 აგვისტოს ჟენევაში, შვეიცარია, ანრი დიუნანის წინადადებით ხელი მოეწერა კონვენციას ბრძოლის ველზე დაჭრილთა და დასახიჩრებულთა პირველადი დახმარების თაობაზე. ამავე კონვენციაში მითითებული იყო, რომ ექიმებს და სამედიცინო პერსონალს უნივერსალური განმასხვავებელი ნიშანი ჰქონოდათ. ასეთ სიმბოლოდ შერჩეულ იქნა წითელი ჯვარი თეთრ ფონზე (შვეიცარიის დროშის ფერების ინვერსია).


1906 წელს ოსმალეთის იმპერიაში წითელი ჯვრის ანალოგიით შეიქმნა საქველმოქმედო ორგანიზაცია წითელი ნახევარმთვარე მუსულმანური ქვეყნებისათვის.

ტერმინი საერთაშორისო წითელი ჯვარი ხშირად გაუგებრობის მიზეზი ხდება, ვინაიდან ამ ოფიციალური სახელით რაიმე ორგანიზაცია არ არსებობს. რეალურად, მოძრაობა შედგება რამდენიმე ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ორგანიზაციისგან, თუმცა მათ აერთიანებთ საერთო ზოგადი პრინციპები, მიზნები, სიმბოლოები და მმართველი ორგანოები. მოძრაობის შემადგენელი ნაწილებია:
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი (ICRC) კერძო ჰუმანიტარული ინსტიტუტია დაფუძნებული 1863 წელს ჟენევაში, შვეიცარია. მის 25-წევრიან კომიტეტს უმაღლესი ავტორიტეტი აქვს საერთაშორისო და შიდა კონფლიქტებით დაზარალებულთა სიცოცხლის დაცვის საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონზე.
წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაცია (IFRC) დაარსდა 1919 წელს და კოორდინაციას უწევს 185 ეროვნულ წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზგოდაეობას გაერთიანებულს ამ მოძრაობის შიგნით. საერთაშორისო დონეზე, ფედერაცია უძღვება და ორგანიზებას უწევს, ეროვნულ საზოგადოებებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჰუმანიტარულ დახმარების მისიებს ფართომასშტაბიანი უბედურებისას. საერთაშორისო ფედერაციის სეკრეტარიატი ჟენევაში მდებარეობს.
ეროვნული წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებები არსებობს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. ამჟამად საერთაშორისო კომიტეტისა და ფედერაციის მიერ ცნობილია 185 ეროვნული საზოგადოება და მიღებულია ფედერაციის სრულ წევრად. ყოველი მათგანი საკუთარ ქვეყანაში მუშაობს საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონის პრინციპების მიხედვით. მათი სპეციფიური გარემოებების მიხედვით ეროვნული საზოგადოებები შეიძლება ეწეოდნენ დამატებით ჰუმანიტარულ საქმიანობებსაც, რაც არ არის პირდაპირ გათვალისწინებული საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონის ან საერთაშორისო მოძრაობის მანდატის მიერ.

 წყარო:

No comments:

Post a Comment